კომპეტენცია დაგიდასტურდებათ საგნის გამოცდის გარეშე -  ცვლილება, ზოგადი განათლების კანონში შედის
15-09-2022

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელა. საკანონმდებლო დოკუმენტში შესატანი ცვლილების მიხედვით, შესაძლბელი იქნება უცხოური ენის მასწავლებლებელთა ნაწილს კომპეტენცია შესაბამისი ორგანიზაციის სერტიფიკატის საფუძველზე დაუდასტურდეტ და საგნის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნათ.

კანონპროექტის განმარტებითი დოკუმენტის მიხედვით ცვლილების მიზანია, უცხოური ენის საგნის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ამჟამად, არსებული პრობლემის გადაჭრა.

„კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით უცხოური ენის საგნად გათვალისწინებულია ისეთი საგნები (მაგ: იტალიური, ესპანური, იაპონური და ა.შ.), რომლებშიც სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება უცხოური ენის გამოცდა. მასწავლებლობის მსურველს შესაბამისი ბაკალავრის დიპლომის საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს შესაბამის უცხოურ ენაში საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, რომელის ჩატარებასაც ამჟამად სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით, მიზანშეწონილია საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება შესრულებულად ჩაითვალოს, იმ შემთხვევაში, თუ პირი წარმოადგენს შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მიერ, იმ უცხოურ ენებში, რომლებშიც სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება საგნის შესაბამისი გამოცდა.

ამ ორგანიზაციების ჩამონათვალს დაადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო უცხოური ენის სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები დამტკიცდება სამინისტროს ნორმატიული აქტით.

უცხოური ენის სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებად განისაზღვრება ორგანიზაციის საქმიანობის ვადა, ცნობადობა, სანდოობა და ა.შ. ამასთან, მოცემული ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია, სამართლებრივი აქტების მომზადებისთვის განისაზღვროს გონივრული ვადა, კერძოდ, 6 თვე იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმების დასადგენად, რომელთა მიერ პირისათვის გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი არ წარმოშობს პირისთვის უცხოურ ენაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას, ხოლო 9 თვე იმ იურიდიული პირების რეესტრს დასამტკიცებლად, რომელთა მიერ პირისათვის გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი არ წარმოშობს პირისთვის უცხოურ ენაში კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას.

ცვლილების შეტანის შემდეგ, პირს რომლისთვისაც სავალდებულოა საგნის გამოცდის ჩაბარება, შესაბამისი უცხოური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, ამ უცხოურ ენაში საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლება.

კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ ორგანიზაციების შემოსავლების ზრდის კუთხით, რომლებიც ატარებენ უცხოური ენის გამოცდებს და გასცემენ სერტიფიკატს, რადგან ამ კანონპროექტის მიღების შედეგად სავარაუდოდ გაიზრდება მოთხოვნა ასეთი ტიპის სერტიფიკატებზე. ასევე, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს პირებზე, რომლებიც ამ კანონპროექტის მიღების შედეგად შეძლებენ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, აიღონ უცხოური ენის სერტიფიკატი, რადგან არ შეფერხდეს მათი პროფესიული საქმიანობა.

ამჟამად, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებათა სისტემაში არის 58 უცხოური ენის მასწავლებელი (იტალიური 34, ესპანური 13, თურქული 9, იაპონური 2) იმ საგნებში, რომელშიც სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს საგნის გამოცდას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ კანონპროექტს აღნიშნულ პირებზე ექნება დადებითი გავლენა, პროფესიული საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით,

ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობააა, ხოლო ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203