შეუძლია თუ არა სკოლას, მოსწავლეს სხვა სკოლაში გადასვლის უფლება არ მისცეს? - მობილობის ეტაპები
02-10-2022

სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეს სხვა სკოლაში გადასვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ოფიციალურად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესშია“ აღნიშნული.

რა ეტაპებია მობილობის დროს გასავლელი? რა ევალება მიმღებ სკოლას? როდის წყდება მობილობა? რა ვალდებულებები აქვს სკოლას, რომლიდან გადასვლაც სურს მოსწავლეს?

კანონმდებლობის თანახმად, თავდაპირველად მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას, რომელსაც თან უნდა დაერთოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  განცხადება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე შესულ ელექტრონული მოთხოვნას ადასტურებს ან უარყოფს.

ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო  სისტემაში ტვირთავს. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში კი პროცესი წყდება.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აცნობოს დასაბუთებული უარი მოსწავლის მობილობის ფორმით გადაყვანის თაობაზე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203