ოდიშის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება მშობლებთან ერთად გამართეს
03-04-2018
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლის მეორე კლასში გაზაფხულის, დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა მშობლებთან ერთად ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„საინტერესო და შთამბეჭდავი იყო მათ მიერ ნაჩვენები პროგრამა. მშობლებმა საინტერესოდ შესრულებული კედლის გაზეთები და აპლიკაციები წარმოადგინეს, რამაც მშობელთა შორის თანამშრომლობის ატმოსფერო შექმნა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები