საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: თბილისი - 20 ვაკანსია.
მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.