მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია ყველაზე დიდი პრობლემა თბილისის მოსახლეობისთვისაა
განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემიდან ერთ-ერთი მთავარი, მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა - აღნიშნულის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება.
- განათლების დაბალი ხარისხი
- ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები
- უნივერსიტეტში სწავლის მაღალი საფასური
- მასწავლებლების/ ლექსტორების დაბალი კვალიფიკაცია
- მაღალი ფასი სასწავლო მასალაზე/წიგნებზე
- რეპეტიტორების მაღალი საფასური.
კითხვაზე რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხები სხვადასხვაგავარად გადანაწილდა რეგიონების მიხედვით, თუმცა თბილისში გამოკითხული მოსახლეობის
უმეტესობამ მთავარ პრობლემად განათლების დაბალი ხარისხი და მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალი კვალიფიკაცია დაასახელა.
ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.