დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ინტელექტუალური კონკურსი ამჯერად
დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდება და მასში ჩართვა აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.
დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი
21 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე
ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური
სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ
Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45
გისურვებთ წარმატებებს!
ასევე იხილეთ:
„ეტალონი“ გრძელდება - სახალხო პროექტის მეორე პერიოდის კონკურსები იწყება!