პედაგოგების შესარჩევად მასწავლებლის სახლი კონკურსს აცხადებს - ვადები და დეტალები
18-09-2022

საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, კონკურსს აცხადებს.

სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლების მივლინება მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში, მიზნად ისახავს სსსმ მოსწავლეებისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო კრიტერიუმებს:

• სპეციალური განათლების მაგისტრი
• ან უფროსი სპეციალური მასწავლებელი;
• ან უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

სასურველი მოთხოვნებია:

• ინკლუზიური განათლების არსის, ფილოსოფიის და პრინციპების ცოდნა;
• უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპების ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;
• მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საფუძვლების ცოდნა;
• არაფორმალური და ფორმალური აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება.
• სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სწავლების გამოცდილება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად – პირველ ეტაპზე მოხდება საბუთების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება
კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია:
hr.gov.ge -ის შესაბამის გრაფაში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი და შესაბამისი დოკუმენტაცია)
• შერჩეული სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით. გადამზადების შემდეგ კი განაწილდებიან მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლების იმ საჯარო სკოლებში სადაც საკადრო დეფიციტია.
• განაცხადების მიღება დასრულდება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203