ვინ უნდა შეადგინოს ისგ - სპეცმასწავლებელმა თუ პედაგოგმა?
25-09-2022

მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის რეკომენდაცია მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად განისაზღვრება.

სსსმ მოსწავლისთვის ისგ-ს შედგენა რომ აუცილებელია, ამას მასწავლებლები ერთხმად აღიარებენ, თუმცა ხშირად გაურკვევლობა ჩნდება - ვინ უნდა შეადგინოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა? საგნის პედაგოგმა? დამრიგებელმა თუ სპეციალურმა მასწავლებელმა?

სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენაზე თანაბრად პასუხისმგებლები არიან როგორც საგნის პედაგოგები, ასევე დამრიგებელი და სპეციალური მასწავლებელი.

მოგეხსენებათ, სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელთა წევრებმაც ერთობლივად უნდა შეიმუშაონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და მთელი წლის განმავლობაში ხელი შეუწყონ მის შესრულებას.

ისგ-ს ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

  • სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;
  • საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;
  • სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი;
  • სსსმ მოსწავლის მშობელი;
  • საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

რაც შეეხება საბოლოო შეფასებას და შედეგებს, სასწავლო წლის ბოლოს ისგ ჯგუფის წევრმა თითოეულმა მასწავლებელმა შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევები (ცოდნა, უნარ-ჩვევები) უნდა შეაფასონ, ანგარიში კი დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მშობელს უნდა წარუდგინონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203