ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების განაცხადის მქონე პირთა საყურადღებოდ:
2022 წლის 19 სექტემბრის დღის ბოლომდე დასრულდება სააპელაციო განაცხადების მიღება.
საჩივარი უნდა გაიგზავნოს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eqe.ge
საჩივარს თან უნდა ახლდეს კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მითითებული იყოს კონკურსის სახელწოდება, რომელშიც კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.
გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი ოქმის შედგენიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, ინდივიდუალურად ეცნობება საჩივრის ავტორს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ასევე გაცნობებთ, რომ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკურსის ტრენინგის ეტაპი ჩატარდება დამატებით, რის თაობაზე მოგეწოდებათ ინფორმაცია.