„აუტიზმი ტრაგედია არაა, ტრაგედია მისი იგნორირებაა“- გზავნილი ვანის N2 საჯარო სკოლიდან
03-04-2018
ვანის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმზე ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიებას უხელმძღვანელეს სკოლის სპეციალურმა მასწავლებლებმა ბელა ბოლქვაძემ და ია არაბიძემ.
მოსწავლეებმა ბუკლეტები დაარიგეს და მოაწყვეს
პრეზენტაცია.
მასწავლებლებისთვის მოეწყო ვორქშოპი.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო მშობელი თიკო ლაღიძე.
ვანის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს სპეციალურ მასწავლებლებს მომავალ საქმიანობებში.