არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ლოგიკური აზროვნება განივითარეს
03-04-2018
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-9 კლასში მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი ზაირა გოდერიძე ხელმძღვანელობდა.
სასწავლო პროცესს შიდა შეფასების ჯგუფი აკვირდებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. განივითარეს ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.