გერმანელი პედაგოგები სასწავლო კომპონენტს საქართველოში გაივლიან
21-09-2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოლდენბურგის(გერმანიას, ქვემო საქსონიის მხარე) პროფესიული სწავლების ცენტრის BBS Wechloy-ს მასწავლებლებისა და სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ERASMUS+ ფარგლებში ევროპული კოლეჯის წარმომადგენლები საკუთარი გამოცდილების გაზიარების და საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტების გავლის მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ.

სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში მათი ძირითადი სპეციალობის შესაბამისად საქართველოს ბიზნესის აკადემიაში-SBA და მის პარტნიორ კომპანიებში გაივლიან სწავლებას. ეს სწავლება კი აღიარებული იქნება გერმანული მხარის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისათვის.

ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებული მიღწევების, ასევე სამომავლო ხედვების, ამ მიმართულებით ქართულ-გერმანული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.

„გერმანელი მასწავლებლების და სტუდენტების არჩევანი, სასწავლო კომპონენტი საქართველოში გაიარონ, უკვე ქართული პროფესიული განათლების მიღწევების აღიარებაა. იმედია მალე პირველი ერთობლივი პროგრამების განხორციელებასაც ჩაეყრება საფუძველი. ჩვენი ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია ითვალისწინებს კიდეც, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მსგავს ინიციატივებს“ - აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203