ქსნის საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები აქტიურად გრძელდება. ამჯერად გაკვეთილი თემაზე „მოზარდი და ძალადობა“ ჩატარდა.
გაკვეთილს მე-12 კლასის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
აღნიშნულმა თემატიკამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი გაეცნენ ბულინგის სახეებს, განიხილეს სიტუაციური მაგალითები და იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე.
ქსნის საჯარო სკოლა კვლავ გააგრძელებს აქტუალურ თემებზე გაკვეთილების ჩატარებას.
იხილეთ ფოტოები