მასწავლებლის სახლი პედაგოგების კონფერენციაში 105 ათას ლარზე მეტს იხდის - დეტალები
20-09-2022
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულიც ცენტრი კონფერენციის ორგანიზებისთვის კომპანიას ეძებს და ტენდერს აცხადებს. ღონისძიებისთვის 105 262 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც უწყებას ევროკავშირისგან საგრანტო პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
როგორც სატენდერო დოკუმენტშია აღნიშნული, მასწავლებლის სახლი eTwinning-ის ფარგლებში ჩართული მასწავლებლებისათვის კონფერენციის ორგანიზებისთვის არჩევს კომპანიას. ღონისძიება კი 14-16 ოქტომბერს არის დაგეგმილი და რომლის ფარგლებშიც 130 სტუმრი სასტუმროში უნდა განთავსდეს.
როგორც ცენტრი მოთხოვნაში წერს, მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მაღალი კლასის სასტუმროში კახეთის რეგიონში.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, სტუმრების ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, საკონფერენციო დარბაზი, კვება და ა.შ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ ნაჭრის ჩანთები.