ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ კონკურსის „საუკეთესო მხატვარი“ რჩეული ავტორები გამოვლინდნენ.
მოსწავლეების ნახატები სკოლაში ერთი კვირის მანძილზე იყო გამოფენილი.
გამარჯვებული მხატვრები კომისიის წევრებმა ხმის მიცემის შედეგად ხუთ კატეგორიაში გამოავლინეს:
პეიზაჟი: ლიზი ლაზიშვილი
პორტრეტი: ლუკა მოწყობილი
ნატურმორტი: ანანო მესხი
ფერწერა: ნინო ცნობილაძე
გრაფიკა: ანანო მესხი
კომისიის წევრები იყვნენ: დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მაია დუმბაძე, დაწყებითი კლასების, ესთეტიური ციკლისა და სპორტის საგნობრივი კათედრის თავმჯდომარე როზა კუჭაშვილი, IX კლასის მოსწავლე ნანა მიქელაძე და VI კლასის მოსწავლე ლუკა მგელაძე.
გამოფენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე ლელა ქურიძე.
მან შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები, ბავშვებისათვის დამახასიათებელი
მუშაობის ტექნიკა და ნამუშევრების ხასიათი.
იხილეთ ფოტოები