თელავის N1 სკოლის მოსწავლეები საინტერესო კონკურსში მონაწილეობდნენ
03-04-2018
ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებრივი პროკურატურის ვიდეო რგოლების კონკურსში - „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე" წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის აღსაზრდელები - ნინო ნერსეზაშვილი, ნინო ბესაშვილი, ნინო აბრამიშვილი, მარიამ ბასილაშვილი, ელენე ხალიჩაშვილი, ალექსანდრე ძამუნაშვილი, ლაშა არჯევანიძე და ანანო კორნიერკო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. მოსწავლეებმა კონკურსზე ბულინგის თემატიკაზე გადაღებული ვიდეო წარადგინეს.
საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი, რომლის მიზანიც ცნობიერების ამაღლებაა, იანვარში დაიწყო.