ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილები აქტიურად ტარდება.
ისტორიის მასწავლებელმა სოფიო ნემსაძემ ისტორიული ფაქტებით, ქრონოლოგიითა და საინტერესო ვიზუალური მასალით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა.
სხვადასხვა ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობასთან ერთად, გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიყენა ბავშვების მიერ შექმნილი „ისტორიული ლოტოტრონი“, სადაც შემთხვევითობის პრინციპით ამორჩეულ ლოტოს კოჭზე დატანილი თარიღები, ბავშვებმა ისტორიულ მოვლენებთან დააკავშირეს.
მესამე კლასში სინათლის გავრცელებაზე ისაუბრა მასწავლებელმა ცირა აბაშიძემ.
გაკვეთილზე ბავშვებმა ჩაატარეს ცდა გარემოში სინათლის გავრცელებაზე, დააკვირდნენ პროცესს და გამოიტანეს დასკვნა, რომ სინათლე გარემოში სწორხაზოვნად ვრცელდება.
გიმნაზია „იბერია“ ულოცავს მასწავლებლებს წარმატებით ჩატარებულ გაკვეთილებს.
იხილეთ ფოტოები