ბაგაში 25, ბაღში 35 - ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალურ რაოდენობას კანონი არეგულირებს
26-09-2022
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდა და მშობლელი უკვე ჩივიან ჯგუფებში აღსაზრდელთა დიდ რაოდენობაზე.
სხვათა შორის აღსაზრდელთა როადენობას ჯგუფებში, ბაგა ბაღების მაღტვის სტრატეგიის დოკუმენტი არეგულირებს სადაც აღნიშნულია, რომ ბაგაში მაქსიმუმ 25 აღსაზრდელი უნდა იყოს, ხოლო ბაღის ჯგუფში - მაქსიმუმ 35.
ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულების სამიზნე ჯგუფში შედიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ბაგა-ბაღში ჯგუფები აღსაზრდელთა ასაკის მიხედვით არის დაკომპლექტებული. ბაგის ჯგუფი – 2-3 წელი, ბაღის ჯგუფები: უმცროსი – 3-4 წელი, საშუალო – 4-5 წელი, უფროსი – 5-6 წელი.
ბაგის ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25-ს, ხოლო ბაღის ჯგუფებში – 35 ბავშვს. ჯგუფებში აღსაზრდელების დამატებასთან დაკავშირებით ბაგა-ბაღის მართვის სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს ბაღის ინდივიდუალური შეფასების შემდგომ.