„წამყვან და მენტორ მასწავლებლებს დაეკისროთ ქოუჩის ფუნქცია“ - საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა
22-09-2022

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ყველაზე დიდი მნიშვნელობა დანერგვის პროცესში უნდა მიენიჭოს ქოუჩინგს, რომლის ფარგლებშიც ქოუჩები და მასწავლებლები საერთო პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივად იმუშავებენ.

ქოუჩინგის პრაქტიკა საქართველოს განათლების სისტემაში უკვე არსებობს და აქტიურად გამოიყენება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. კერძოდ, ამ მიმართულებით მუშაობს 24 მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ყველა სავალდებულო საგნის ექსპერტით არის დაკომპლექტებული. თუმცა, საშუალო საფეხურზე საჭირო იქნება ყველა სავალდებულო მიმართულებით ქოუჩ-ექსპერტთა რაოდენობის გაზრდა.

მოქმედი სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ქვეყანაში მოქმედებს 70-მდე საგანმანათლებლო რესურსცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით;

გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს 24 მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საგნის ექსპერტით;

სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი აწარმოებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგს.

საშუალო საფეხურის დანერგვისთვის საჭირო იქნება ამ სისტემის მოდერნიზება. კერძოდ, უნდა გაიზარდოს მხარდამჭერი ჯგუფების რაოდენობა და ისინი უნდა მუშაობდნენ რესურსცენტრების ბაზაზე. საამისოდ უნდა მოხდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის იმგვარი ცვლილება, რომ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს დაეკისროთ ქოუჩის ფუნქცია და არსებული სტატუსის ფარგლებში დაევალოთ შინაარსობრივი პროცესების მხარდაჭერა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203