სტატუსიან პედაგოგებს შორის საუკეთოსოს გამოსავლენად მასწავლებლის სახლი კონკურსს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსებს 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად.
ნომინაციები:
2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი;
2022 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2022 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2022 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.
რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 20 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით.