ვის ევალება საგანმანათლებლო რესურსების შექმნა ან შეძენა და რა დატვირთვა აქვს რესურს-ოთახს?
29-10-2022

ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს სივრცე, ე.წ. რესურს-ოთახი, რომელიც მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

რესურს-ოთახი სსსმ მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უნდა იყოს აღჭურვილი. რესურსები სკოლის ან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის განისაზღვრება.

რესურს-ოთახის მიზანია სსსმ მოსწავლეებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, სადაც სპეციალურ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, მოსწავლეებთან ინდივიდუალურად იმუშაონ. ოთახში წარმოდგენილი უნდა იყოს მრავალფეროვანი თვალსაჩინო სასწავლო მასალა.

საგანმანათლებლო რესურსები სპეციალურმა მასწავლებელმა უნდა შექმნას. როგორც კანონშია განმარტებული, „სპეციალური მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრული განრიგით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს-ოთახში და ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს“.

რესურსების შეძენა შესაძლებელია სკოლის ბიუჯეტიდანაც. აკრძალულია რესურსების სსსმ მოსწავლის მშობლისგან მოთხოვნა ან შეძენის მიზნით მშობლისთვის თანხის გამორთმევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203