რუსთავის N12 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის „რუსთველი“ წევრებმა შტეფან ცვაიგის ნოველა „უცნობი ქალის წერილები“ განიხილეს.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ნოველაში წამოჭრილ მორალურ-ეთიკურ პრობლემაზე, პერსონაჟთა ფსიქო-ემოციურ ბუნებაზე.
მსჯელობის შემდეგ უყურეს ქართულ სპექტაკლს „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს მსგავსება-განსხვავებაზე სპექტაკლისა და მოთხრობის მთავარ გმირს შორის. გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება სპექტაკლის კულმინაციასთან დაკავშირებით.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სპექტაკლის გმირების მონოლოგმა და მათმა სიყვარულის ისტორიამ დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე.
„ურთიერთობის სირთულეები, სიყვარულში გაურკვევლობა, ახალგაზრდული დაუფიქრებლობა, ქალთა სიყვარულის ტრაგიზმი, მორალურ-ზნეობრივი სახის დაკარგვა - ეს იმ შეცდომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გამოკვეთეს მოსწავლეებმა“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები