ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფინალში გადავიდა
03-04-2018

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალში მონაწილეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ამ თამაშით შეიძინეს აუდიოსისტემასთან მუშაობის გამოცდილება, დაძლიეს კომპლექსები და შეიძინეს ახალი მეგობრები. 

ქუთაისის 33-ე სკოლის გუნდმა წარმატებით დაძლია ნახევარფინალი და გადავიდა ფინალში.

კლუბის წევრები დიდ მადლობას უხდიან რეჟისორებს: ირაკლი გოგილაშვილს, დათო დორბაიძეს და გიორგი ბედისკერიას დახმარებისათვის, აგრეთვე 33-ე სკოლის დირექტორს მარინა ისკაკოვას მხარდაჭერისათვის. 

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მსკ-ის გუნდს ფინალში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203