იაფი ინტერნეტი მასწავლებლებისთვის - წელსაც ისარგებლებენ თუ არა პედაგოგები შეღავათით
22-09-2022
ახალი სასწავლო წელი შემსუბუქებული კოვიდრეგულაციებით დაიწყო. მოიხსნა დისტანცია, თერმოსკრინინგი, პირბადე და ონლაინ სწავლების არჩევის საშუალება მოსწავლეთა მშობლებისთვის. აღნიშნული სიახლეების პარალელურად მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს შეღავათიანი ინტერნეპაკეტების არსებობა.
ექნებათ თუ არა პედაგოგებს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით სარგებლობის უფლება?- აღნიშნულ კითხვაზე გაანთლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვპასუხობენ - არა. ვინაიდან გაუქმდა დისტანციური სწავლება, წელს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით სარგებლობა აღარ შეეძლებათ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიზანი პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად ყიდულობდნენ.