ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ შესარჩევ ტურში წარმატებით იასპარეზეს
04-04-2018
ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი მოწმობებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში წარმატებით იასპარეზეს. 

ტესტირებას ორგანიზება სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა ნინო გოგიაშვილმა გაუწია.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203