ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი აქტიურად მუშაობს.
კლუბის ხელმძღვანელმა, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თამარ ბეჟაშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „აბორტი-მკვლელობა თუ სამედიცინო ღონისძიება“.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა პრეზენტაცია აბორტის თემაზე და შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულება ამ თემაზე.
კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა თემაზე „სიკვდილით დასჯა“, რომელსაც დირექცია და კათედრის წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს და მოისმინეს სტუმრების შეფასებები.
იხილეთ ფოტოები