ჭიკაანის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული თავისუფალი გაკვეთილები ტარდება
04-04-2018
ჭიკაანის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას აქტიურად ახორციელებენ. 

მეშვიდე კლასში მოსწავლეები რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ. 

სკოლის წარმომადგნელის თქმით, მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს. მათ წაიკითხეს მოთხრობები, იმსჯელეს პერსონაჟების საქციელზე და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება. 


გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის მოთხრობის „ტყის შვილების“ პატარა ინსცენირება.   

მერვე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ზოია მეშველიანმა მოსწავლეებთან ერთად გიორგი ლეონიძის შემოქმედება წარადგინა.   

პროექტის სახელწოდება იყო „ბედაური, მაძღარი, მუხლადი სიტყვა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად და ინდივიდუალურად. მათ წერილები მისწერეს „ნატვრის ხის“ პერსონაჟებს და მოირგეს როლები და კოსტიუმები, რომლითაც ღონისძიების ბოლოს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ.   

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მზია სეფაშვილი შემოქმედებითად მიუდგა თავისუფალი გაკვეთილის პროექტს.   

მან მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყო, რომელმაც დამთავლიერებლების აღტაცება გამოიწვია.   

ჭიკაანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი აქტიურობისთვის და წარმატებული გაკვეთილების ჩატარებისთვის.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203