„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ პროექტებით სწავლებისას, მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება დაეწერებათ:
„საშუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით)“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აწერს.