ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის შემოქმედება სიღრმისეულად განიხილეს
04-04-2018
ველისციხის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო ლეკაშვილმა მე-12 კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანი“. გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციები - წიგნიერება, მედიაწიგნიერება.
სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი პედაგოგის, ფასილიტატორ ნანა ნიკოლაშვილის თქმით, გაკვეთილზე მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად მსგავს თემაზე შექმნილ ნაწარმოებებთან უამრავი პარალელი გაავლეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მწერლის შემოქმედება ისტორიულ ჭრილში სიღრმისეულად განიხილეს. მოზარდებმა იმსჯელეს და კრიტიკული აზროვნება გამოავლინეს.
„გოგლა ლეონიძის პოეზია, რომელიც ყველაზე უგრძნობ ადამიანსაც კი სიყვარულზე დააფიქრებს, მოსწავლეებმა მხატვრულად და ემოციურად წაიკითხეს. დადებითი ემოციებით აღსავსემ დავტოვე საკლასო ოთახი, უზომოდ მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს“,- აღნიშნავს ნანა ნიკოლაშვილი. იხილეთ ფოტოები