წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან, თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას
04-04-2018
წინწყაროს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის შესახებ პრეზენტაცია - „გავუფრთხილდეთ ბუნებას" გააკეთეს. სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგ ინეზა ხიმშიაშვილთან ეკოლოგიური პრობლემების, გარემოს დაბინძურების, ადამიანის დაუდევრობისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის ბოლოს ბუნების პეიზაჟები დახატეს, ტრაფარეტი გააკეთეს და საზოგადოებას მოუწოდეს - „არ დაყაროთ ნაგავი, გაუფრთხილდით გარემოს“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციის მიზანი გარემოს შენარჩუნების საკითხზე მოზარდთა ცნობიერების ამაღლება იყო. იხილეთ ფოტოები