90 სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს - სკოლების გაუქმებაზე სამინისტრო განმარტებას აკეთებს
2022-2023 სასწავლო წელს პირველკლასელების გარეშე სწავლა 90 საჯარო სკოლაში დაიწყო - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge- ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა.
უწყების განმარტებით, მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების მ
იუხედავად სკოლები ფუნქციონირებას მაინც განაგრძობენ.
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ საქართველოში 2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით 90 სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი. საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის მიგრაციის გამო, ძირითადად მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში, ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების მიუხედავად სამინისტრო, ზოგად განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე ინარჩუნებს მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებს იმ შემთხვევებისთვის, თუ დასახლებებში გამოიკვეთება სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. აღნიშნული მიდგომა მთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნებასა და ადგილზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია სამინისროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.