USAID საბაზისო განათლების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების სკოლების ქართული ენის მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ტრენინგებს იწყებს.
პროგრამის პარტნიორები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების ქართული ენის 800-ზე მეტ მასწავლებელს გადაამზადებენ.
ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან გაწაფული კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს, ფონოლოგიური ცნობიერების განვითარებაზე ორიენტირებულ მეთოდებს, მოსმენის უნარის განმავითარებელ აქტივობებს; იმსჯელებენ ანბანის, ლექსიკის სწავლების სტრატეგიებსა და დეკოდირებაზე. გასულ კვირას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 20 ტრენერი მონაწილეობდა. საგნის ექსპერტებმა და ტრენერებმა ერთობლივად დაგეგმეს აქტივობები ეფექტიანი ტრენინგის ჩასატარებლად. მასწავლებელთა ტრენინგები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ოქტომბრიდან დაიწყება.