ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგ ამირან ხვედელიძეს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის ქიმიის პედაგოგს, ამირან ხვედელიძეს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდების მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.