თბილისის N108 საჯარო სკოლაში უფროსკლასელების საინტერესო ინიციატივას უმცროსკლასელებიც გამოეხმაურნენ
04-04-2018
თბილისის N108 საჯარო სკოლაში თეატრის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა ჩატარდა. აქტივობა სახელად „ბედნიერი წუთები“ უფროსკლასელების ინიციატივით გაიმართა.
მათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია თეატრის შესახებ, ისაუბრეს თეატრის ისტორიასა და განვითარებაზე.
უმცროსკლასელებმა კი ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით უპასუხეს.
„ღონისძიებამ სახალისოდ ჩაიარა,“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.