„არა ბულინგს, არა ძალადობას - მოვუსმინოთ ბავშვებს!“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლა
04-04-2018
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პედაგოგებთან და მშობლებთან ძალადობის თემაზე შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრაზე - „არა ბულინგს, არა ძალადობას - მოვუსმინოთ ბავშვებს!“ ახალგაზრდებმა ბავშვთა ჩაგვრის შესახებ ისაუბრეს, სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას „ბულინგის“ პრევენციის გზები შესთავაზეს.
მოზარდებმა ასევე დამსწრეებს მათ მიერ გადაღებული ვიდეო - „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე“ აჩვენეს.
შეხვედრა საჩხერის საგნმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარ მაჭარაშვილმა შეაჯამა. იხილეთ ფოტოები