ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო და ემოციებით დახუნძლული დღე ჰქონდათ
04-04-2018

ზარიძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები პირველად ეწვივნენ თიანეთელი პოეტის სახლ-მუზეუმს. 

მათ მუზეუმში მინი პოეზიის საღამო გამართეს, სადაც მხატვრულად წარმოადგინეს პოეტის ლექსები. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ენახათ მხართმცოდნეობის მუზეუმიც, სადაც ბევრი საინტერესო ექსპონატია დაცული. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს დღე ლამაზი, საინტერესო და ემოციებით დახუნძლული გამოდგა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203