400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა ბაღმა დამატებით დამლაგებელი და დარაჯი დაასაქმა - ჯანდაცვის მინისტრი
23-09-2022

400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა ბაღმა შეძლო დამატებითი კადრის აყვანა დარაჯისა და დამლაგებლის პოზიციაზე - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა,

„საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი სხვდასხვა დაწესებულებები... ქვეყნის მასშატაბით 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ შეძლო, დამატებითი სამუშაო ძალა მიეღოთ დარაჯისა და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებთან ერთად იზრუნებენ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურისა მოვლასა და მოწესრიგებაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203