მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები
23-09-2022

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ აღნიშნული წესი გარკვეული კატეგორიის სკოლაში დასაქმების მსურველ პედაგოგებზე არ გავრცელდება.

უფრო კონკრეტულად კი „წინამდებარე წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში უკრაინულ სექტორზე დასაქმება. აღნიშნული პირები შეირჩევიან სკოლის მიერ დადგენილი წესით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც უკვე ძალაშია და მას ხელს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აწერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203