2022 წლის დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენისა და ბაღდათის
„ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.
➤ „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ირაკლი საბიაშვილი ➤ „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - მატნის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე გიგა ჭიჭიაშვილი ➤ „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - არლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თამარი ტატალაშვილი ➤ „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ბაღდათის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თათა ჩუბინიძე შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
დედოფლისწყაროახმეტაადიგენიბაღდათიასევე იხილეთ:
დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - დედოფლისწყარო, ახმეტა, ადიგენი, ბაღდათი„ეტალონი“ ნამდვილი ქართული პროექტია“- I ეტაპი დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის სკოლების მოსწავლეთათვის ჩატარდა