საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია - განმარტება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმიდან
16-10-2022

სწავლების დროს საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რესურსები შესასწავლ მასალას მოსწავლეებისთვის მარტივად აღსაქმელს უნდა ხდიდეს.

საგანმანათლებლო რესურსებად მიიჩნევა: გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან შეთანხმებული დამატებითი წიგნები, დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები, სხვადასხვა თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და ა.შ.).

მასწავლებელს უფლება აქვს, სწავლებისას დამატებით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება, თუმცა აუცილებელია, მისი შინაარსი და დიზაინი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესაბამისი იყოს. დაუშვებელია ისეთი რესურსების გამოყენება, რომელიც რაიმე ტიპის დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ:

„დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის ან თვალსაჩინოების სასწავლო პროცესში გამოყენება უნდა ემსახურებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ (მათ შორის, ენის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების და სხვა ხასიათის) ელემენტებს“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203