საძელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს
04-04-2018
საძელის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქაღალდისგან ფერადი წინდები დაამზადეს და კედლის გაზეთი გააკეთეს.

ღონისძიების ბოლოს მოზარდებმა ხელები ფერადი საღებავით შეიღებეს და ფოტოები გადაიღეს. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.   

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203