ხევაშენის საჯარო სკოლას გერმანელი სტუმარი ეწვია
04-04-2018

ხევაშენის საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის  „სკოლის თვითშეფასება განვითრებისთვის“ ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა ლუდვიგსბურგის ვესტის საგნამანთლებლო ცენტრის დირექტორი ჰარტ მურტ მაიერი. 

სკოლას მასთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის კოორდინატორი ნათია ანდღულაძე და ადიგენის რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი სტუმრობდნენ. 

სკოლის დირექტორმა ცისანა ობოლაძემ და მასწავლებლებმა სტუმრებს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს, რომლის შემდეგ ჰარტ მურტ მაიერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მან მასწავლებლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203