მასწავლებლებმა 6184 ნაშრომი გაასაჩივრეს - ქულა 2682-ს მოემატა და 197-ს დააკლდა- აპელაციის სტატისტიკა
26-09-2022

2022 წლის მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის 29 848 ათასი ნაშრომიდან, 6184 - გასაჩივრდა - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა მიაწოდა ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის პასუხად ცენტრში გვითხრეს რომ ქულა 6184 ნაშრომიდან 2879 ნაშრომს შეეცვალა, საიდანაც ქულა მოემატა 2682 ნაშრომს, ხოლო დააკლდა - 197-ს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბევრი - 3844 ნაშრომი გაასაჩივრეს წამყვანისა და მენტორის სტატუსს მოსაპოვებლად გამოცდაზე გასულმა პედაგოგებმა. „ნაეკმა“ აპელაციის შედეგად 1823 ნაშრომის ქულა შეცვალა. 1700- ნაშრომს ქულა მოემატა, ხოლო 123-ს დააკლდა.

რაც შეეხება საგნის გამოცდას, მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, დაწყებითი (I-IV) საგნის გამოცდის შედეგი ყველაზე მეტმა აპლიკანტმა გაასაჩივრა. უწყებაში 224 ნაშრომი გასაჩირდა, საიდანაც ქულა 136 ნაშრომის ქულა გაიზარდა, ხოლო 2 ნაშრომს - დააკლდა.

ასევე მაღალია ქართული ენა და ლიტერატურის (VII-XII), სპორტისა და ბუნებისმეტყველების  (I-VI) საგნის შედეგების სააპელაციო განაცხადები.

გასაჩივრდა: ქართული ენა და ლიტერატურის (VII-XII) 163 ნაშრომი, ქულა მოემატა - 103-ს;

სპორტის - 152 ნაშრომი, ქულა მოემატა 44 ნაშრომს;

ბუნებისმეტყველების  (I-VI) 148 ნაშრომი, ქულა მოემატა 41-ს, ხოლო დააკლდა - 8 ნაშრომს.

დეტალური სტატისიკური ინფორმაცია, მასწავლებელთა გამოცდის სააპელაციო შედეგების შესახებ იხილეთ ცხრილში:






იხილეთ: წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203