ალმატის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა გაზაფხულის მოსვლა აღნიშნეს
04-04-2018
ზ. ტურაშვილის სახელობის ალმატის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის მობრძანებასთან დაკავშირებით კედლის გაზეთი დაამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კედლის გაზეთის მომზადებაში მონდომებით ჩაერთვნენ. 

„სკოლის აღსაზრდელებმა გაზაფხულზე ლექსები და ფრაზები დამოუკიდებლად მოიძიეს და ის განწყობა და ემოცია გამოხატეს, რაც გაზაფხულის დადგომას ახლავს თან. კედლის გაზეთზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობებისა და ურთიერთთანამშრომლობითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203