მასწავლებელის საგნის გამოცდაზე გასული 15 025 აპლიკანტიდან, მინიმალური ბარიერი 3 108 მა გადალახა - შეფასებისა დ აგამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცდაზე რეგისტრაცია 17 920-მა მასწავლებლობის მსურველმა გაიარა, თუმცა მათგან 3086 აპლიკანტი აღარ გავიდა.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი აპლიკანტი 3 068 დაწყებითის (I-IV) საგანზე იყო დარეგისტრირებული, საიდანაც გამოცდაზე 2 618 პირი გავიდა, ხოლო გამოცდა წარმატებით 272-მა პირმა ჩააბარა.
ქართული ენა და ლიტერატურის (VII-XII) გამოცდაზე გავიდა 887 აპლიკანტი; ბარიერი გადალახა - 254 აპლიკანტმა;
ქართული ენა და ლიტერატურის (I-VI) გამოცდაზე გავიდა 809აპლიკანტი; ბარიერი გადალახა - 51 აპლიკანტმა;
მათემატიკის (VII-XII) გამოცდაზე გავიდა 306 აპლიკანტი; ბარიერი გადალახა - 49 აპლიკანტმა;
მათემატიკის (I-VI) გამოცდაზე გავიდა 1 224აპლიკანტი; ბარიერი გადალახა - 272 აპლიკანტმა;
ინგლისური ენის (I- XII) გამოცდაზე გავიდა 1 286 აპლიკანტი; ბარიერი გადალახა - 369აპლიკანტმა;
დეტალური სტატისტიკა, თუ რამდენი მასწავლებლის მსურველი გავიდა გამოცდაზე თითოულ საგანში და რამდენმა გადალახა ბარიერი:
იხილეთ: მასწავლებლებმა 6184 ნაშრომი გაასაჩივრეს - ქულა 2682-ს მოემატა და 197-ს დააკლდა- აპელაციის სტატისტიკა
წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა