ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგის, მარიამ იშხანიძის, ხელმძღვანელობით თბილისში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები IT STEP-ის აკადემიაში ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიების გასაცნობად მივიდნენ.
STEP-ის აკადემიის ლექტორებმა მოსწავლეებს ლექცია 3D ანიმაციების შექმნის შესახებ წაუკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გაეცნენ რობოტოლანდიის სამყაროს, სამგანზომილებიან გრაფიკასა და 3D სინთეზს. მათ საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ ინოვაციურ პროცესში, რაც რობოტების შექმნასა და მართვას გულისხმობს.
„მსგავსი გასვლითი გაკვეთილები სწავლის პროცესზე დადებითად აისახება და ხელს უწყობს მოსწავლეებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებისათვის მოტივაციის გაზრდას,“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები