„ტიკ-ტოკის“ სახიფათო გამოწვევა, რომელმაც ბავშვები იმსხვერპლა - აშშ-ს დაავადებათა კონტროლის გაფრთხილება
26-09-2022
სოციალური ქსელ TikTok-ზე სახიფათო თამაშს 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოწვევა ახალი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში მას დღემდე უამრავი მომხმარებელი მიმართავს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, გასულ წელს ამ დავალების შესრულებისას ოთხი 12 წელს ქვემოთ ბავშვი გარდაიცვალა.
„ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც ხდება დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს”, – ამბობს ექიმი ნიკ ფლინი.
CDC ასევე, ავრცელებს ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც გამოწვევაში ჩართვა სცადა, მათ შორის არის ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე, ძლიერი თავის ტკივილი…
„კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ, იმედი გვაქვს, მივაწვდით მათ ინფორმაციას, ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მასწავლებლებს, რომ ამოიცნონ გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ბავშვებმა, შესაძლოა, ვერ გაიაზრონ ასეთი მოქმედების საფრთხე”, – აღნიშნავს პროფესორი რობინ ტობლინი.