თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლემ და მასწავლებელმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
04-04-2018

თელავის N7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჯუგაშვილი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა ქიბიშაური ესეების კონკურსის 12 გამარჯვებულს შორის მოხვდნენ. 

კონკურსი „ჩემი ევროპა“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ჩაატარა. 

მათ 700-მდე ნაშრომიდან 12 საუკეთესო ამოარჩიეს და გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი დააჯილდოვეს. 

გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ლოპოტას ტბაზე მიიწვიეს, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. 

გამარჯვებულებს სერტიფიკატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გადასცა. 

თელავის N7 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეს და მასწავლებელს გამარჯვებას.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203