დამსახურებული მასწავლებლის სიგელების გაცემა დაიწყო - ვინ წარადგენს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი
27-09-2022
მასწავლებელის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის“ სიგელებისა და სამკერდე ნიშნების დარიგება დაიწყო.

რა კრიტერიუმებით ხდება დამსახურებული მასწავლებლის სიგელისა და სამკერდე ნიშნის გადაცემა პედაგოგებისთვის ამ კითხვით მასწავლებლის სახლს მივმარტეთ, თუმცა როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აღნიშნული ბრძანების სანახავად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. დეტალური ინფორმაციისთვის განცხადება გამვგზავნეთ, თუმცა მანადე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გეტყვით, რომ დამსახურებული მასწავლებლის სიგელის მისაღებად პედაგოგი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაჟია. 

სიგელის მისაღებად, პედაგოგს მინიმუმ 30 წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს, ამასან, უნდა იყოს საზოგადობრივ აქტივობებში ჩართული და უნდა ჰქონდეს გარკევული რეპუტაცია სასკოლო საზოგადოებაში. 

საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელზე წარსადგენ პედაგოგებს სკოლები რესურსცენტრებს აწვდიან, რესურსცენტრი თავის მხრივ მასწავლებლის სახლს უგზავნის ინფორმაციას, რომელიც ამოწმებს, ნამდვილად აკმაოფილებს თუ არა ესა თუ ის პედაგოგი მოთხოვნებს და შემდგომ ენიჭება ეს სიგელი. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია დამსახურებული მასწავლებლის სიგელი საპენსიო ასაკის პედაგოგმაც მიიღოს. 

დამატებით დეტალებს არნიშნულ თემაზე, მოგვიანებით, საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღების შემდგომ შემოგთავაზებთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203