საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია
27-09-2022

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტის თანახმად, არსებული სტანდარტი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ახალი სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც  წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას სკოლის განვითარების პროცესში;

ბ)  სისტემური ლიდერობა  –  გულისხმობს სკოლების ხელმძღვანელთა გაძლიერება ს სკოლ ებს შორის ეფექტური თანამშრომლობისთვის , ასევე მედიაციის ინსტიტუციონალიზაცია ს თანამშრომლობითი კულტურის განვითარებისთვის.

განისაზღვრა დირექტორის როლი და ფუნქციები:

მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.

  1. დირექტორისასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობითუზრუნველყოფს:

ა) მოსწავლეთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;

ბ) პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;

გ) განათლების, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის   შესაძლებლობების რეალიზების მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

  1. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს,  მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.

რა უფლებები მიენიჭათ სკოლის ხელმძღვანელებს ახალი დოკუმენტის მიხედვით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203